ქარელის მერი და შიდა ქართლის გუბერნატორი სოფელ რუისის მოსახლეობას შეხვდნენ ქარელის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 29 აგვისტო, 2018 116 ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი და შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი სოფელ რუისის მოსახლეობას შეხვდნენ. მოსახლეობისგან მოისმინეს ინფორმაცია სოფელში არსებული მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც დაათვალიერეს სოფელ რუისის ცენტრალური გზის ასფალტირებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები. აღნიშნული პროექტი დაფინანსდა საქართველოს რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან. სოფელ რუისში, სულ დაიგება 9 კმ და 250 მ გზა.