ქარელში სოფელ ლეთეთსა და ახალსოფელის დევნილთა დასახლებაში დაიწყო გზის ასფალტირება ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 13 მარტი, 2019 97 ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთეთსა და ახალსოფელის დევნილთა დასახლებაში დაიწყო გზის ასფალტირება.მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ადგილზე გაეცნო გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოებს. სოფელ ლეთეთში ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და შემასწორებელი ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.სულ დაიგება 1,897კმ. გზა.სამუშაოებს ასრულებს შპს „შარა“. სოფელ ახალსოფელის დევნილთა დასახლებაში დაიგება 1,415 კმ. გზა. ამჟამად მიმდინერეობს მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტს ახორციელებს შპს „სიახლე +“. ქარელი