ქართველმა ემიგრანტმა მუსიკოსმა ჭიათურაში საველმოქმედო კონცერტი ჩაატარა ჭიათურის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 20 ივლისი, 2018 119 ცნობილმა მევიოლინემ ,გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ემიგრანტმა მუსიკოსმა ბელა ბერკემერ-მახარაძემ ჭიათურელი მსმენელისათვის კონცერტი ჩაატარა. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ბელა ბერკემერ-მახარაძის და უვე ბერკემერის მიერ გამართული საქველმოქმედო კონცერტი-"ვირტუოზის სული", ტყიბულში დაღუპულ მეშახტეთა ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიებას ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე,მერის მოადგილეები გივი მოდებაძე,ლიკა ჭუმბურიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. მევიოლინემ კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად, ცნობილი კომპოზიციები და ყველასათვის საყვარელი ჰიტები შეასრულა.. ცოლ-ქმარ ბერკერების ოჯახურ დუეტს მათი ქალიშვილი ,16 წლის ნინა შეუერთდა და მშობლებთან ერთად ვაჟა აზარაშვილის ერთ-ერთი ნაწარმოები შეასრულა. კონცერტის ბოლოს,ბელა ბერკემერ-მახარაძემ მადლობა გადაუხადა ჭიათურის მერს პაატა ნადირაძეს ჭიათურაში მოწვევისათვის,საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეს ინა ასანიძეს,რომელიც გახლავთ პროექტის-"წარმატებული ემიგრანტი ქალების" ორგანიზატორი. თავის მხრივ, .ქალაქის მერმა მუსიკოსს მადლობა გადაუხადა ჩამობრძანებისა და უბრწყინვალესი შოუს გამართვისათვის,რომელიც მთელი დარბაზის მიერ შესრულებული "სულიკოთი" დასრულდა.