- Advertisement -

“ქართული ზეთისხილის” ზეთისხილი ქართულ ბაზარზე გაიყიდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში კომპანიამ "ქართული ზეთისხილი" მოსავალი აიღო. მოკრეფილი ზეთისხილი ამავე სოფელში მდებარე ქარხანაში გადამუშავდება და ქართულ ბაზარზე გაიყიდება.

კახეთში ზეთისხილის პლანტაციები 300 ჰექტარ ფართობზე 7 წლის წინ გაშენდა, ქართული ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი საწარმო კი გასულ წელს ჰოლანდიურ–თურქული ინვესტიციით, პროექტ "სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ ფარგლებში გაიხსნა.

საწარმო დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, კახეთის გუბერნატორმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს, შემდეგ კი ზეთისხილის ბაღში გამართულ რთველში მიიღეს მონაწილეობა.

Comments
Loading...