- Advertisement -

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ქუთაისში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ქუთაისში. გიორგი ჭიღვარიამ არჩევანი მე-15-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ჭიღვარიას განცხადებით, "ქართული ოცნება", ისევე როგორც პირველ ტურში, ამჯერადაც დამაჯერებელი შედეგით გაიმარჯვებს.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ბოკოტს, ჭიაღვარიას თქმით მისთვის "ნაციონალური მოძრაობა" არ არსებობს, აქედან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებენ თუ არა ისინი არჩევნებში მონაწილეობას.

ამ დროისთვის ქუთაისში არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

Comments
Loading...