- Advertisement -

ქართული ღვინის გამოფენას ბორდოში უკვე 50 000-ზე მეტი მნახველი ეწვია

ბორდოში ქართული ღვინის გამოფენა გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, გამოფენა უკვე 50 000 ზე მეტმა მნახველმა დაათვალიერა. ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში, ეკა სირაძე დელონემ განაცხადა.

"მოგხსენებათ, გრძელდება ჩვენი გამოფენა ბორდოში, ლასიტეში, სიტეს მუზეუმში, ამ წუთისთვის ვიცით, რომ 50 000 მნახველი უკვე ეწვია მას და საკმაოდ აღფრთოვანებულებიც არიან, ძალიან პოზიტიური გამოხმაურებაა როგორც მედიაში, ისე თავად დამთვალიერებლებს შორის. გარდა ამისა, საქართველომ ორგანიზება გაუკეთა უკვე რიგ კულტურულ ღონისძიებება და ასევე იგეგმება რიგი კულტურული ღონისძიებების განხორციელება გამოფენის დასრულებამდე, სადაც ასევე აქტიურად დაესწრებიან როგორც ბორდოს წარმომადგენლები, ისე სხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები."- განაცხადა ეკა სირაძე დელონემ.

"

Comments
Loading...