- Advertisement -

ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული გიორგი ზარქუას ცხედარი ფოთში დაკრძალეს

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული გიორგი ზარქუას სულის საოხად პანაშვიდი ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაიხადეს. საეკლესიო რიტუალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ის მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაში დატრიალდა 25 წლის წინ დღესაც გვახსენებს თავს და ის ტკივილი ჯერ კიდევ გაუნელებელია, რაც აფხაზეთის ომის დროს დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში. არაერთი ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ ამ ძალიან უსამართლო ომის დროს და დღეს გვეძლევა საშუალება ამდენი წლის შემდეგ მიწას მივაბაროთ ეს ადამიანები. ამ დიდი ტკივილის დროს სასიხარულოა ის მომენტი რაც არუნდა გასაკვირი იყოს , წითელი ჯვრის საშუალებით, საქართველოს დევნილთა სამინისტროს დახმარებით მოხდა იდენთიფიცირება ამ ადამიანების და გადმოსვენება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.მიუხედავად დიდი მწუხარებისა, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის გულშია ენგურს გაღმა და გამოღმაც ადამიანები ვიფიქრებთ შერიგებაზე ერთად ყოფნაზე და ერთად მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებაზე“, – განაცხადა მერის მოადგილემ, გიორგი ფარეშიშვილმა.

გიორგი ზარქუა 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს სეპარატისტების მიერ იქნა დახვრეტილი. მისი ნეშტი ოჯახის სურვილის შესაბამისად ფოთში იქნა დაკრძალული.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან თანამშრომლობითა და მათი დახმარებით, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების გადმოსვენებას ეტაპობრივად ახორციელებს. ამჯერად 22 ნეშტის ამოცნობა და გადმოსვენება გახდა შესაძლებელი.

Comments
Loading...