- Advertisement -

ქედაში, ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქედაში მსუბუქი ავტომანქანა გზიდან მდინარეში გადავარდა, რასაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა კიდევ ერთი მგზავრი რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მედიკოსების თქმით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Comments
Loading...