- Advertisement -

ქედაში “ეტალონის” გამარჯვებული ძეწმანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარი ფარტენაძე გახდა

მოსწავლეთა ინტელექტუალური კონკურსის – ,,ეტალონის" გამარჯვებული 77 კონკურსანტს შორის, საუკეთესო შედეგით – 200 წამში 82 ქულით, ძენწმანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე – მარი ფარტენაძე გახდა.

მეორე ადგილს 81 ქულით ცხმორისის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ანანიძე დაეუფლა, ხოლო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე თურმანიძე 76 ქულით მესამე ადგილს დაჯერდა.

როგორც გოჩა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, ქედაში ახალგაზრდებმა მაღალი ინტელექტუალური შედეგი აჩვენეს, რისთვისაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

საპრიზო ადგილზე გასულ სამეულს ქედის მერია ფულადი თანხით დააჯილდოებს.

ქედის მერიის ინფორმაციით მოსწავლეებს წარმატებები მიულოცეს ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დურმიშხან შავიშვილმა და საჯარო მოხელეებმა.

მარი ფარტენაძემ, დღეს საგზური ფინალური თამაშისთვის მოიპოვა.

Comments
Loading...