- Advertisement -

ქედაში კლდის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში, კერძო კომპანიის მფლობელობაში არსებულ კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გამოკითხვაზე უკვე დაბარებულები არიან კომპანიის წარმომამდგენლები. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს ავრცელებს.

Comments
Loading...