- Advertisement -

ქედაში მერისის მთებს მუნიციპალიტეტის ხელმძღავანელი პირები სტუმრობდენ

თივნარა, ლაშე, ლოდნარი, კოსლითავი – ეს ქედაში მერისის ხეობის ულამაზესი მთებია, რომელთა მემთივრეებთან მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან ერთად, გუშინ შეხვედრა გამართეს. ადგილზე გაეცნენ საჭიროებებს და უხუცესი მოიალაღეები დაასაჩუქრეს.

96 წლის ფადიმე და 84 წლის რიზალ დოლიძეებს ფასიანი საჩუქრები ქედის მერმა ლევან გორგილაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ გადასცეს და ხანდაზმულებს მხნეობა უსურვეს.

მოიალაღეებს სამედიცინო კონსულტაციები მერისის ამბულატორიის ექიმმა გაუწია.

ქედის მერიის ინფორმაციით საღამოს მთა კოსლითავზე ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა კვარტეტმა ,,ელესა"-მ ადგილობრივების განწყობის შექმნაზე იზრუნა და კონცერტი გამართა.

შეხვედრების მიზანი მემთივრეების საჭიროებების შესწავლა და მთების პოპულარიზაცია გახლავთ.

Comments
Loading...