- Advertisement -

ქედაში, სოფელ ხარაულაში ხანძრის შედეგად დამწვარ სახლში მცხოვრებ ოჯახს ქირით უზრუნველყოფს

ქედაში სოფელ ხარაულაში რეზო ხარაძის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც საცხოვრისი მთლიანად დაიწვა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო -სამაშველო სამსახურები, თუმცა ორსართულიანი საცხოვრისის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე, ასევე იმყოფება ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სწავლობენ.

ქედის მერიის ინფორმაციით 4 წევრიან ოჯახი ამჟამად თავს მეზობელთან შეაფარებს. ვითარებას ადგილზე მერის პირველი მოადგილე როლანდ ბერიძე გაეცნო. ხვალიდან მერია დაზარალებულ ოჯახს ქირით გაიყვანს.

Comments
Loading...