ქედაში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ საჩუქრები გადასცა ქედის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 3 იანვარი, 2018 356 ქედაში სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, დღეს ახალი წელი საჩუქრებით ქედის საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძემ დეპუტატებთან, ხოლო მერის პირველმა მოადგილე როლანდ ბერიძემ, მერის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. "მრავალშვილიანი ოჯახები არამარტო სოფლისა და რეგიონის სიძლიერეა, არამედ ჩვენი ქვეყნის! ქედს ვიხრი ამ ოჯახების წინაშე, რადგან ისინი ნამდვილი გმირები არიან!.. ეს ოჯახები განსაკუთრებულ ყურადღებას და პატივისცემას იმსახურებენ. გულითადად ვულოცავთ ახალ 2018 წელს! " – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.