- Advertisement -

ქედაში 29 საჯარო სკოლიდან ლაბორატორია მხოლოდ 6 სკოლაშია

ქედის მუნიციპალიტეტში 29 საჯარო სკოლიდან სულ 6 სკოლაა ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიით აღჭურვილი. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ ქედის რესურსცენტრის უფროსმა მიაწოდა. დურმიშხან შავიშვილმა ინფორმაციით მომავალ წელს შესაძლოა კიდვ ორი სკოლა აღიჭურვოს ლაბორატორიით. 

სკოლებში, ლაბორატორიის აუცილებლობაზე „აიპრესთან“ მოსწავლეებიც და მათი მშობლებიც საუბრობენ, მათივე განცხადებით, როდესაც სკოლაში ლაბორატორიაა და მოსწავლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა შეუძლია, ეს ძალიან კარგია, რადგან ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მოსწავლეების აღნიშნული საგნებით დაინტერესებაში. 

"ქედაში სულ 29 საჯარო სკოლაა, აქედან ლაბორატორიული კაბინეტი 6 სკოლას აქვს, თუმცა ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი დაბალია და ვცდილოთ ყოველ წლიურად ეტაპობრივად ყველა სკოლა აღიჭურვოს ლაბორატორიული კაბინეტებით, მომავალ წელს კიდევ ორ სკოლში იგეგმება ლაბორატორიული კაბინეტების მოწყობა", – განაცხადა „აიპრესთან“ ქედის რესურსცენტრის ურფოსმა დურმიშხან შავიშვილმა. 

ქედაში სულ 2 700 მოსწავლეა.

Comments
Loading...