- Advertisement -

ქედის კულტურის ცენტრში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მიმდინარეობს

ქედის კულტურის ცენტრში აჭარის საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია მართავს.

ქედის მერიის ინფორმაციით საჯარო განხილვა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა და სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მოქალაქეები ესწრებიან, ქედის მერმა ლევან გორგილაძემ გახსნა.

აუდიტორიას, აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე აცნობს.

Comments
Loading...