ქედის მერი მოსახლეობას საქმიანობის ანგარიშს პირველად წარუდგენს ქედის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 26 მარტი, 2018 214 ხალხის მიერ არჩეული პირველი მერი – ლევან გორგილაძე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის ანგარიშს ქედის მოსახლეობას პირველად წარუდგენს. ქედის მერის საქმიანობის 100 დღე, გასული წლის მიმოხილვა და სამომავლო პროექტები – ეს ის თემებია, რომელსაც პრეზენტაციის სახით, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას და საზოგადოების წევრებს წარუდგენს. გთავაზობთ გრაფიკის 26 მარტი 13 საათი – წონიარისის კულტურის სახლი; 14:30 საათი – ცხმორისის კულტურის სახლი; 17 საათი – დანდალოს ადმინისტრაციული შენობა. 27 მარტი 12 საათი – ზვარის კულტურის სახლი; 14 საათი – ოქტომბრის ადმინისტრაციული შენობა; 16 საათი – მერისის ადმინისტრაციული შენობა. 28 მარტი 13 საათი – პირველი მაისის საჯარო სკოლის შენობა; 14:30 საათი – ზუნდაგის საჯარო სკოლის შენობა; 17 საათი – დოლოგნის საჯარო სკოლის შენობა; 29 მარტი 12 საათი – ქედის ადმინისტრაციული შენობის მცირე დარბაზი (ანგარიშის წარდგენა გაიმართება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების წინაშე); 14 საათი – ქედის კულტურის ცენტრი. 30 მარტი 11 საათი – მერი ანგარიშს ქედის საკრებულოს წევრებს წარუდგენს. დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია ქედის მერიის ინფორემაციით ყველა პრეზენტაციის დასასრულს, დრო დაეთმობა ინტერაქტიულ ფორმატს.