- Advertisement -

ქედის მერმა პირველი მოადგილე დაასახელა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ პირველ მოადგილედ რომან ბერიძე დაასახელა. იგი ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის და შესყიდვების სფეროს კურირებს.

ბერიძე უფლებამოსილების შესრულებას გუშინ შეუდგა.

შეგახსენებთ, ქედის მერიაში მერის ორი მოადგილის პოზიცია ამ დრომდე ვაკანტურია.

Comments
Loading...