- Advertisement -

ქედის მუნიციპალიტეტში, წელს მეორე მოქალაქეს შეუსრულდა 100 წელი

უმიან აბაშიძე სოფელ ცხმორისში ცხოვრობს, ქალბატონი უმიანის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოც შრომა აღმოჩნდა, იგი შრომის ვეტერანი გახლავთ. მან ქვეყანას 3 შვილი, 15 შვილიშვილი, 22 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი გაუზარდა.

„100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამის" ფარგლებში სამინისტრომ ქალბატონს 1000 ლარი გადასცა.

ქედაში ამ ეტაპზე 100 წელს მიღწეული ოთხი მოქალაქეა, მათ შორის უხუცესი კი 106 წლის ზექიე მჟავანაძე გახლავთ

Comments
Loading...