- Advertisement -

ქეთევან შავაძე ჯიფონის კინოფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ბათუმელი ქეთევან შავაძე იტალიაში გაემგზავრება და ჯიფონის კინოფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

ქეთი შავაძე – „ ჯიფონის კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოფესტივალია, სადაც მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩამოდიან ახალგაზრდები და ხდებიან ჟიურის წევრები. ჯიფონი გვაძლევს საშუალებას, რომ გავეცნოთ არა მხოლოდ სხვადასხვა ჟანრის ფილმებს, არამედ მსოფლიო დონის მსახიობებს და მეტიც, ჩვენს ფავორიტ ჰოლივუდის ვარსკვლავებს თავად შეგვიძლია დავუსვათ კითხვები. ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მსგავს საერთაშორისო პროექტში მივიღებდი მონაწილეობას და ახლოს გავიცნობდი ისეთ მსახიობებს როგორებიცაა: Sam Claflin, Evangeline Lilly და სხვა მრავალი. მოუთმენლად ველი იმ დღეს როცა პირველად შევდგამ ფეხს ფესტივალზე. დარწმუნებული ვარ, რომ მისგან მიღებული გამოცდილება და მოგონებები სამუდამოდ დამრჩება.”

Comments
Loading...