- Advertisement -

ქემოკლიძე: ხურჩაში რუსეთის სამხედროების მიერ მავთულხლართების აღების საკითხი გალში შეხვედრაზე განვიხილეთ

გალში დასრულდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა. ენგურის ხიდზე სუსი-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მოკლედ ისაუბრა სოფელ ხურჩაში რუსეთის სამხედროების მიერ მავთულხლართების აღებაზე.

ქემოკლიძის განმარტებით, ეს ის საკითხია, რომელსაც გალის შეხვედრებზე აქტიურად განიხილავენ. კახაბერ ქემოკლიძის თქმით, ბორდერიზაციის პროცესს ორი უარყოფითი მხარე აქვს, ერთი ჰუმანიტარული, მეორე კი უსაფრთხოების თვალსაზრისით და პრობლემას უქმნის საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. მისი განმარტებით, საკითხზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

Comments
Loading...