- Advertisement -

ქვემო გურგენიანის და ხიზის მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელების ხიზის და ქვემო გურგენიანის გაზიფიცირება იგეგმება,- ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

ამასთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია ადგილობრივ მოსახლებას შეხვდა და საქართველოს მთავრობის განკარგულება – მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებასთან დაკავშირებით პირადად გააცნო.

გამგებლის თქმით, მომავალ წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით 6 სოფელში განხორციელდება. 2014 წლიდან დღემდე ლაგოდეხის 34 სოფლის გაზიფიცირება მოხდა.

 
Comments
Loading...