- Advertisement -

ქვემო ქართლის გუბერნატორი: კარგად ვიცნობ ქვემო ქართლის მოსახლეობის საჭიროებებს

„კარგად ვიცნობ ქვემო ქართლის მოსახლეობის საჭიროებებს, რეგიონის პოტენციალს“, – ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატომა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, ქვემო ქართლს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის განვითრების რეალური პერსპექტივა აქვს. 

„დარწმუნებული ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებას, ადგილობერივ თვითმმართველობასა და ქვემო ქართლის მოსახლეობასთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ რეგიონის სწრაფ განვითარებას“, – აღნიშნა ქვემო ქართლის გუბერნატორმა. 

რაც შეეხება, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა „მე მხვდება გუნდი, რომელიც წლებია ეფექტურად მუშაობს. მექნება დღის წესრიგი, ჩემი მოთხოვნები, დავალებები და ამ ურთიერთანამშრომლობიდან გამომდინარე, ვინც გაართმევს თავს გამოწვევებს, იქნება ჩემი გუნდის წევრი. თუ დადგება საჭიროება, ბუნებრივია განხორციელდება საკადრო ცვლილებები“.

Comments
Loading...