- Advertisement -

ქვის ლოდმა ქედაში საცხოვრებელი სახლი დააზიანა

ქედაში გვიან ღამით, სოფელ ნამლისევში, დაგორებულმა ქვის ლოდმა მამუკა ნინიძის საცხოვრებელი სახლი დააზიანა. საბედნიეროდ, 6 წევრიან ოჯახში არავინ დაზიანებულა.

ქედის მერიის ინფორმაციით ამ ეტაპისთვის საცხოვრებელს საფრთხე არ ემოქრება. მერიამ მოიწვია გეოლოგიური სამსახური, რომლის დასკვნის შემდგომ გადაწყდება თუ რა სახის ღონისძიებებს გაატარებს თვითმმართველობა.

შემთხვევის ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Comments
Loading...