- Advertisement -

ქობულეთის იერსახის მოწესრიგების მიზნით მერია გარემოსდაცვით კამპანიას აგრძელებს!

გარემოსდაცვით კამპანიას „ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი“ სოციალური პროექტ „GREEN CHALLENGE”-ით შემოუერთდა. 

სოციალური პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ, მერიის, საკრებულოსა და „ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთის“ წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს. 

სოციალური პროექტი მიზნად ისახავს ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანიების ჩართვას გამწვანების აქციაში საქართველოს მასშტაბით. პროექტში ჩართული კომპანიები დარგავენ მწვანე ნარგავებს უზრუნველყოფენ აღნიშნული ნარგავების მოვლა-პატრონობას და გამოიწვევენ სხვა კომპანიებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

პროექტი მიიღებს ტრადიციულ ხასიათს და ყოველწლიურად განხორციელდება. 

Comments
Loading...