ქობულეთის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 16 აპრილი, 2018 367 მერიის სააქტო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილე დავით ვერულიძე უძღვებოდა. ჯგუფის წევრებმა სეზონის ეფექტურად წარმართვის საკითხებზე იმსჯელეს. მათი ინფორმაციით სეზონის გასახსნელად ძირითადი საორგანიზაციო საკითები გადაწყვეტილია. წელს ქობულეთში ტურისტული სეზონი გრანდიოზულად გაიხსნება, დაგეგმილია მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. ტურისტებისათვის საზაფხულო განწყობის შესაქმნელად ბევრი საინტერესო აქტივობა იგეგმება.