- Advertisement -

ქობულეთის მერმა მუსლიმ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამი მიულოცა

დღეს მსოფლიოს ისლამური სამყარო ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ დღესასწაული მუსლიმ მორწმუნეებს ჯიხანჯურის ჯამედან მიულოცა.

"მთელი გულით ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს! განსაკუთრებულად მინდა მივულოცო აჭარაში მცხოვრებ მუსლიმან ძმებს. ეს არის სიყვარულის, მიტევების და სიკეთის დღესასწაული. მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა, სიყვარული და წარმატებები! "- განაცხადა მირიან ქათამაძემ.

ყურბან – ბაირამობა მარხვის თვიდან, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლებიდან მოდის. ყურბან-ბაირამის დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.

Comments
Loading...