- Advertisement -

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე სტუდენტებს შეხვდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე სტუდენტებს შეხვდა. წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცდნეობისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტის სტუდენტები ქობულეთის მერიაში სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პრაქტიკას გადიან.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. როცა მითხრეს, რომ სტუდენტებთან შეხვედრა იყო შესაძლებელი, მაშინვე დავთანხმდი. ყოველთვის მივესალმები ახალგაზრდებთან შეხვედრას, რადგან თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის და ქალაქის კეთილდღეობისთვის. თქვენ უნდა იყოთ მონაწილე ყველა იმ პროცესების, რაც დღეს ჩვენს ქალაქში ხდება. პოფესიულ გზაზე ულევ წინსვლებს და წარმატებებს გისურვებთ“ – განაცხადა მერმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ მოადგილე სულხან მოწყობილთან და იურიდული განყოფილების უფროს თეონა გეგიძესთან ერთად ქობულეთში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ასევე ახალგაზრდებისაგან პრობლემები მოისმინა და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

Comments
Loading...