- Advertisement -

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ესტონეთის ქალაქ ვალგას დელეგაციას უმასპინძლეს

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ესტონეთის ქალაქ ვალგას დელეგაციას უმასპინძლეს. ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა და ვალგას მუნიციპალიტეტის მერმა მარგუს ლეპიკმა ერთმანეთს გამოცდილებები გაუზიარეს, სამომავლო პერსპექტივებსა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს.

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის ინფორმაციით შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, რომლის განსახორციელებლად ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვამს. 

ქობულეთსა და ვალგას შორის ურთიერთთანამშრომლობის გასაღრმავებლად პირველი ნაბიჯები გადაიდგა. სპორტის სფეროში გაცვლით პროგრამა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ესტონური მხარის ფინასური მხარდაჭერით ქობულეთის კალათბურთის კლუბის სამი სპორტსმენი წვრთნას გაივლის ქალაქ ვალგაში.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

Comments
Loading...