- Advertisement -

ქობულეთის საკრებულომ აკუსტიკური ხმაურის ნორმების განსაზღვრის შესახებ განკარგულება მიიღო

ხმაურის გადაჭარბებისათვის კანონი გამკაცრდა. კანონის დამრღვევ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 1-ელი ივლისიდან ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური გამოავლენს და დააჯარიმებს.

ქობულეთის საკრებულომ უკვე მიიღო განკარგულება აკუსტიკური ხმაურის ნორმებისა და სპეციალური ზონების განსაზღვრის შესახებ.

თამარ მეფის სანაპიროსა და მის მიმდებარე ზონაში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ დასავლეთ ზონაში, აღმაშენებლის გამზირის დასავლეთ ზონაში, დაბა ჩაქვში ცენტრალური გზის დასავლეთ ზონაში, ყველა ტიპის საკვებ გასართობ დაწესებულელებაში, რომლებიც განთვსებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ შენობებში ან მათ სიახლოვეს. 08:00 საათიდან 19:00 საათამდე დასაშვებია 50 LA. დ.ბ. A, 19:00 საათიდან 23:00 საათმდე 50 LA. დ.ბ. A

მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები ინსპექტირებას გაუწევენ აკუსტიკური და პიროტექნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემულ ხმაურს.

მერიაში ცხელი ხაზი მოქმედებს, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შეატყობინონ მონიტორინგის ჯგუფს მიმდინარე სამართალდარღვევის შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 599 91 91 76.

გაფრთხილების შემდეგ, ხმაურის გადაჭარბება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარით. ქმედების განმეორებით ჩადენისას ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 1000 ლარის ოდენობით.
ხმაურის გადაჭარბებისთვის დაჯარიმების უფლება აქამდე საპატრულო პოლიციას გააჩნდა. 

Comments
Loading...