- Advertisement -

ქობულეთის სანდასუფთავება საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

უწყების ძირითადი და მობილური ჯგუფები თავიანთი საქმიანობის განხორციელებას დილის 5 საათიდან იწყებს. 

შტორმის შედეგად დანაგვიანებული პლაჟიდან ნარჩენების გატანა რამდნიმე დღეა სისტემატურად მიმდინარეობს. ყოველდღიურად ლაგდება სანაპიროს 21 კილომეტრიანი მონაკვეთი, როგორც ქალაქში, ასევე ბუკნარსა და ჩაქვში. ზღვის სანაპიროზე სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 52, ხოლო ქალაქის ქუჩებისა და სკვერების დაგვა-დასუფთავებას 90-ზე მეტი მუშა-ხელი ზრუნავს.

გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების გარდა სანდასუფთავების სამსახური გამოძახებებზე რეაგირებასაც ახორციელებს. მოქმედებს ცხელი ხაზი: 577 00 84 14.
ქალაქის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა დღეში 8-ჯერ ხდება. ნარჩენების გასატანად 7 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
სანიტარული ნორმების შესაბამისად ინტენსიურად ხდება ნაგავშემკრები კონტეინერებისა და სპეც ტექნიკის რეცხვა-დეზინფექცია.
წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 200 ერთეული გალვანიზირებული ნაგავშემკრები კონტეინერი განთავსდა.

Comments
Loading...