- Advertisement -

ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.მინისტრმა დირექტორებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალი რეფორმა და რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ზოგადი განათლების განვითარების ხედვა, სამომავლო გეგმები და ის ახალი ინიციატივები გააცნო, რაც სკოლებს კიდევ უფრო განავითარებს და მოსწავლეთა და პედაგოგთა მოტივაციას გაზრდის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებს, სკოლის ახალი მოდელის კონცეფციას, სახელფასო ზრდის პოლიტიკას.
2019-2021 წლებში, ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარს და მეტს. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხები უკვე გათვალისწინებულია.

Comments
Loading...