- Advertisement -

ქობულეთის 18 კილონეტრიანი შემოვლითი გზა გაიხსნა

შემოვლითი გზა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს, დაახლოებით 20-30 წუთით შეამცირებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე სულ 15 ხიდია. მათ ასაგებად ახალი ტექნოლოგია – ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბი გამოიყენეს. ახალი ტექნოლოგიით აშენდა სოფელ საჩინოსთან, საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია. სამშენებლო სამუშაოზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

როგორც საქართვრლოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მინისტრი განმარტავს ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079.67 ლარია.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს პრემიერი მინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

Comments
Loading...