- Advertisement -

ქობულეთი დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტი დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შეუერთდა. მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გამწვანების აქციაში ჩაერთო. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის ფარგლებში მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლზე იტალიური ფიჭვის ხეები დარგეს. აქციის მიზანია ცხოვრების სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

საქართველოში დედამიწის საერთაშორისო დღე 1990 წლიდან აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

ზღვის სანაპიროზე გამწვანების აქცია „ქობულეთის გამწვანების“ ორგანიზაბითა და მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

Comments
Loading...