- Advertisement -

ქობულეთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით შიდა გზები, ქუჩები და ჩიხები მუშავდება. ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე, “მოიზიდე და მოკალის” პრინციპით, დამონტაჟებულია წერტილოვანი ფერომონები. ამჟამად მიმდინარეობს იმ ფართობების ქიმიური დამუშავება, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა.

მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური მოქმედებისთვის ყველა რესურსია მობილიზებული და იგი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გეგმიურად ხორციელდება.

დაწამლვითი ღონისძიებების პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ელექტრონულ ბაზაში. ასევე დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ – www.parosana.ge
 

Comments
Loading...