- Advertisement -

ქობულეთში არასრულწლოვანთან ქორწინების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაცხადების საფუძველზე არასრულწლოვანის ქორწინების მეორე დღეს დაიწყო. უწყებაში საქმე სს კოდექსის 140-ე მუხლით არის აღძრული, რაც 16 წელს მიღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს და 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

15 წლის გოგონამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სრულწლოვან მამაკაცზე მშობლებთან შეთანხმებით იქორწინა. ცერემონიას მისი სკოლის დირექტორიც ესწრებოდა, რომელმაც ფაქტის შესახ კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის უწყებებს არ შეატყობინა. გოგონას დედა კი ამავე სკოლაში საქმეთა მმართველია.

“გათხოვების პერიოდში, გოგონა ჩვენს სკოლაში არ ირიცხებოდა. ქორწილში კი იმიტომ ვიყავი, რომ ჩემმა თანამშრომელმა დაგვპატიჟა. რაც არ უნდა პროტესტის გრძნობა გამჩენოდა, მე რა უნდა მექნა? ჩემი პოზიციაა, რომ ბავშვმა სკოლა უნდა დამათავროს, განათლება მიიღოს და მერე გათხოვდეს, მაგრამ სამწუხაროდ შვილები ჩვენ არ გვეკითხებიან და გადაწყვეტილების პროცესში თავისუფლები არიან,“ – აცხადებს სკოლის დირექტორი.

ქობულეთის რესურსცენტრში ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ დღეს გაიგეს და შესაბამისი ინფორმაცია აცნობეს როგორც განათლების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროებს. აჭაის განათლების სამინისტროში კი განმარტავენ, რომ უწყება ჯერ საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილებას დაელოდება და შესაბამის ზომებს მხოოდ ამის შემდეგ მიიღებს.

Comments
Loading...