- Advertisement -

ქობულეთში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

მუნიციპალიტეტის მერი ეკო კლუბ „ეკო ქომაგების“ წევრებს და მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების ხელმძღავანელს ნინო მეგრელიძეს შეხვდა. „ყოველი ჩვენთაგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვის საქმეში და იზრუნოს უსაფრთხო მომავალზე“ – აღნიშნა მირიან ქათამაძემ.

ახალგაზრდებმა მერს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფლაერები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ეკო კლუბ „ეკო ქომაგების“ მონაწილეობით ფლეშმობი გაიმართა, ასევე კლუბის წევრები ისპაანის ტორფნარში იმყოფებოდნენ, სადაც ჭარბტენიანობის შესახებ კონფერენცია ჩატარდა.

აქტივობები ქობულეთის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

Comments
Loading...