- Advertisement -

ქობულეთში, ზღვისპირა პარკში ამფითეატრში საზაფხულო სამზადისი მიმდინარეობს

ზღვისპირა პარკში ამფითეატრში საზაფხულო სამზადისი მიმდინარეობს. წესრიგდება სცენა და კულისები, იღებება სკამები. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

სეზონისთვის ცენტრალური პარკი ბევრ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს. დაგეგმილია ფესტივალები და კონცერტები.
ამფითეატრში საზაფხულო პროგრამები 22 ივნისიდან დაიწყება და ტურისტული სეზონის პერიოდში გაგრძელდება.

ქობულეთის პარკი ტურისტულ სეზონს განახლებული ამფითეატრით, მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებებით, მოწესრიგებული სასეირნო ბილიკებით, ახალი განათებებით დახვდება.

Comments
Loading...