- Advertisement -

ქობულეთში, ინფარსტრუქტურული პროექტების მონიტორინგი მიმდინარეობს

დღეს ქობულეთის მერის მოადგილეები სულხან მოწყობილი და დავით ვერულიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზაზა კაიკაციშვილთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა გელაურის, კარიერისა და ემტეესის უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და სამუშაოების მწარმოებლებისგან მოისმინეს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და პროექტები დადგენილ ვადებში დასრულდება. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მათ მეტი მობილიზაციისკენ მოუწოდეს და მონიტორინგისას გამოვლენილი ხარვეზების დროულად აღმოფხვრა დაავალეს.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ქუჩებზე მოეწყობა სანიაღვრე არხები, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები და დაიგება ასფალტის საფარი. პროექტის განხორციელების აღნიშნული უბნების რეაბილიტაცია ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წლებში მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.

გელაურში, კარიერსა და ეემტეესში სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად მერია ჯამში 4 423 530 ლარს დახარჯავს. პროექტების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება უბნებში განხორციელდეს სხვადასხვა სახის ინვესტიციები, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას. 

წელს ქობულეთში ქუჩების რეაბილიტაციისთვის ჯამში 7 311 128 ლარია გათვალისწინებული. კეთილმოეწყობა 10 ქუჩა. ქუჩები შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. 

Comments
Loading...