- Advertisement -

ქობულეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი მიმდინარეობს

დღეს ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერილიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა კაიკაციშვილმა კარიერისა და გელაურის უბნებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მათ სამუშაოების მწარმოებლებისგან მოისმინეს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ. კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და პროექტები დადგენილ ვადებში დასრულდება. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მათ მეტი მობილიზაციისკენ მოუწოდეს და მონიტორინგისას გამოვლენილი ხარვეზების დროულად აღმოფხვრა დაავალეს. 

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ქუჩებზე მოეწყო სანიაღვრე არხები, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები და ქუჩების სავალი ნაწილი. გელაურსა და კარიერში სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად მერია ჯამში 3 568 965 ლარს დახარჯავს.

პროექტების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება უბნებში განხორციელდეს სხვადასხვა სახის ინვესტიციები, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას. წელს ქობულეთში ქუჩების რეაბილიტაციისთვის ჯამში 7 311 128 ლარია გათვალისწინებული. კეთილმოეწყობა 10 ქუჩა. ქუჩები შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება.

Comments
Loading...