- Advertisement -

ქობულეთში მასწავლებელთა დღე აღინიშნა

ქობულეთის კულტურის სახლში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. ზურაბ პატარაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა, წარმატებები უსურვა და მომავალი თაობების განათლების სფეროში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაში სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მხატვრული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.ღონისძიებაზე, რომელიც ქობულეთის N1 საჯარო სკოლის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, დასახელდნენ წლის ღვაწლმოსილი მასწავლებლები.მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 1994 წლიდან, ყოველწლიურად ოქტომბრის თვეში აღინიშნება.
 

Comments
Loading...