- Advertisement -

ქობულეთში მდინარე აჭყვას ადიდების შედეგად 30-მდე ოჯახი დაიტბორა

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში მდინარის ადიდების შედეგად 30-მდე ოჯახი დაიტბორა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ არხის გაწმენდა გმგეობამ დროულად ვერ უზრუნველყო, რის გამოც ყოველ წვიმაზე მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და მიმდებარე სახლებს ტბორავს.

მოსახლეობას დაჭაობებულმა წყალმა დაუზიანა საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურა და ავეჯი, ისინი გამგეობას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ბრალდებებს უარყოფენ ქობულეთის გამგეობაში. "აიპრესს" ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ განუმარტა, რომ ძლიერი წვიმის დროს მდინარის კალაპოტის შეჩერება შეუძლებელია. სულხან ევგენიძის განცხადებით მდინარე აჭყვას არხი გასულ წელს გაიწმინდა, მომავალ წელს კი კალაპოტის გაფართოებაც იგეგმება. დაზარალებულ ოჯახებს სპეციალური კომისია შეისწავლის, ზარალის ანაზღაურება და ოდენობა ამის შემდეგ განისაზღვრება.

ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები განვითარდა ქობულეთის სოფლებში. მიწის მასა ორ საცხოვრებელ სახლთან და ცენტრალურ მაგისტრალზე ჩამოვიდა. ქობულეთის გამგებლის ინფორმაციით ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა აღდგენილია, 250-მდე აბონენტს კი სასმელი წყალი სტიქიის გამო არ მიეწოდება.

Comments
Loading...