- Advertisement -

ქობულეთში მენინგოკოქცემით 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯადაცვის ცენტრში განაცხადეს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ნინო ნიჟარაძის თქმით, აჭარაში მენინგოკოქცემით გარდაცვალების წელს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

"კონტაქტირებულ პირებზე, მათ შორის ბაღიის აღსაზრდელებზე, ოჯახის წევრებსა და პედაგოგებზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა.

ჩაუტარდაათ ანტიბიოტიკო პროფილაქტიკაა. ბაღში კი ჩვეულებრივად ჩატარდა ჰიგიენური სანიტარული რეჟიმის დაცვის ღობისძიებები,-" განაცხადა "აიპრესთან" ნინო ნიჟარაძემ.

მედიკოსების განმარტებით, ამ დაავადების სიმპტომებია სიცხე, ყელისა და თავის ძლიერი ტკივილები, წერტილოვანი სისხლჩაქცევები. დაავადება გადამდებია, შესაძლებელია ვირუსის მატარებელი იყოს ნებისმიერი სურდოს მქონე პირი, თუმცა მას არაფერი დაუშავდეს. დაავადების რისკის ქვეშ 1-დან 14 წლამდე მოზარდები ითვლებიან.

Comments
Loading...