- Advertisement -

ქობულეთში ნაგავსაყრელის მოსაწყობი ტერიტორიის კომპენსაციის გამო მოსახელობა აქციას მართავს

აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ქობულეთში ცეცხლაურის ტერიტორიაზე დაგეგმილი ნაგავსაყრელის მოწყობასთან დაკავშირებით. დაპირისპირისპირება ტერიტორისთან მიმდებარე 4 სოფლის მოსახლეობას შორის კომენსაციის საკითხმა გამოიწვია. ადგილობრივთა ნაწილი უკვე მიღებული თანხის კვადრატულ მეტრზე 5,60 ლარის 8 ლარამდე გაზრდას ითხოვს, ნაწილი კი ამბობს რომ ნაგავსაყრელიდან ხუთას მეტრზე მდებარე სოფელს კომპენსაცია საერთოდ არ გადაუხადეს, რის გამოც მშენებლბას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას 10 მაისამდე ითხოვებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთების დამუშავებასა და საყანე ბართობად გამოყენებას გააგრძელებენ.

სოფელ ცეცხლაურში აჭარის ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობა 2 წლის წინ დაიგეგმა, თუმცა აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი 5 მილიონი ლარი სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შეოესეს მაშინდელმა ხელმძღვანელმა უკანონოდ მიითვისა და ქვეყანა დატოვა.

Comments
Loading...