- Advertisement -

ქობულეთში, ოჩხამურში სტიქიით დაზარალებულებს ახალი საცხოვრებელი აუშენდათ

დაბა ოჩხამურში სტიქიის შედეგად დაზარალებული 8 ოჯახისთვის ახალი საცხორვებელი სახლი აშენდა. დღეს საცხოვრებელი სახლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ მოადგილეებთან სულხან მოწყობილთან, დავით ვერულიძესთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვაალიერა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მობინადრეებს გაესაუბრნენ და ფართების გადაცემასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.

საერთო საცხოვრებელი სიძველის გამო ამორტიზირებული იყო, რომლის მდგომარეობაც გასული წლის აპრილის თვეში ქარიშხლის შედეგად დამძიმდა. პროექტის განსახორცილებლად 265 ათასამდე ლარი დაიხარჯა. 

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგელებში ორსართულიან შენობაში ჩაისვა კარ-ფანჯრები, დამონტაჟდა კომუნალური გაყვანილობები, გარემონტდა საცხოვრებელი ფართები და შენობა თუნუქით გადაიხურა.

Comments
Loading...