- Advertisement -

ქობულეთში, პეტრას ციხეზე ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნა

პეტრას ციხეზე ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით პროექტ „ჩემი მემკვიდრეობის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ჩატარდა დისკუსია, ვორქშოპი და ინტელექტუალური თამაშები. პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში ცნობადობის გაზრდას ითვალისწინებს.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. საერთაშორისო თარიღის აღსანიშნავად მსგავსი შეხვედრები ქედასა და შუახევშიც გაიმართება. 

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ.

Comments
Loading...