- Advertisement -

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის მონიშვნები მიმდინარეობს

ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის მონიშვნები მიმდინარეობს. დღეს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ მოადგილე სულხან მოწყობილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. 

ინფრასტრუქტურული ღონისძიება საგზაო ჰორიზონტალური და ავტობუსის გაჩერებების მონიშვნებს, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების და ვიბროხაზების მონტაჟს ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო და სანიაღვრე არხები მოეწყო, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარი დაიხარჯა.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მრავალწლიანი პროექტია და ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წლებში მოეწყო მიწისქვიშა კომუნიკაციები, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები და განხორციელდა ქუჩის ორმული შეკეთება. 

Comments
Loading...