- Advertisement -

ქობულეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად ღონისძიებები ტარდება

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის ინიციატივით მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად ღონისძიებები ტარდება.
შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირებამ“ ქალაქის N1 და N2 სამარშუტო ხაზებზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მდგომარეობა შეისწავლა. მძღოლებს მიეცათ რეკომენდაციები ტრანსპორტის გამართულ მდგომარეობაში მოსაყვანად. შემწმდა 35 სამარშუტო ტაქსის მდგომარეობა…… შედეგად მგზავრთა გადაყვანა უსაფრთხო და უფრო კომფორტული გახდა.

ქობულეთი ტურისტულ სეზონს ტექნიკურად გამართული და ვიზუალურად მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეხვდება. მალე სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება სოფლების მიმართულებითაც დაიწყება.

შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირება“ გეგმავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშუტების რეგულირებას, ასევე მოხდება ტარიფების გადახედვაც. 

Comments
Loading...