ქობულეთში სანაპირო ზოლის 640 მეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობა დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 20 ივლისი, 2018 146 ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოხდა არსებული ჯებირის დემონტაჟი, რომელიც შტორმის შედეგად წლების მანძილზე მნიშვნელოვნად დაზიანდა და აშენდა ახალი საფეხურებიანი ნაპირდამცავი კედელი, ასევე დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა სანაპიროს სავალი ნაწილი და მოეწყო გარე განათების სისტემა. პროექტით გათვალისწინებული დარჩენილი 1260 მეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები სეზონის დასრულებისთანავე განახლდება. პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.