ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში 31 წლის მამაკაცი მეუღლემ დანით დაჭრა ქობულეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 19 თებერვალი, 2018 219 ამ დროუსთვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც "აიპრესს" ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს მამაკაცს გულმკერდისა და მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობები აქვს ბასრი იარაღით მიყენებული. პაციენტი ჰოსპიტალში გუშინ საღამოს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები ამ დროისთვის არ აღენიშნება. შემთხვევა გუშინ ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მოხდა. ინცდიენტის მიზეზი გავრცელებული ინფირმაციით ურთიერთ შელაპარაკება გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.