- Advertisement -

ქობულეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა და საქართველოს პარლამენტში წევრმა კობა ნაკაიძემ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს.

მემორიალთან გამართულ მიტინგზე სიტყვით გამომსვლელებმა დიდი სამამულო ომის ისტორიულ ღირებულებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ დიდ სამამულო ომში დაღუპულებს და რითაც გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ რომლებიც წინ აღუდგნენ ისეთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემასა და ბოროტებას როგორიც ფაშიზმი იყო და საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს მომავალი თაობის კეთილდღეობა. დიდ სამამულო ომში თავისი წვლილი ქობულეთმაც შეიტანა.

ჩვენი მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 6000 ქობულეთელი იბრძოდა, მათ შორის 240 ქალი იყო. სამამულო ომს 1600 ქობულეთელის სიცოცხლე შეეწირა. მინდა ყველას მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების დღე, განსაკუთებით კი ჩვენს ვეტარანებს და კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო ომში დაღუპულთა სულების წინაშე“ – აღნიშნა ქობულეთის მერმა თავის გამოსვლაში.

მიტინგზე საქართველოს ჩოხოსანთა საზოგაოდების წევრი როსტომ გუნთაიშვილი გამოვიდა ინიციატივით ქობულეთის მუზეუმში შეიქმნას მეორე მსოფიო ომში მონაწილე ჯარისკაცების მიერ გამოგზავნილი წერილებისა და ფოტოების ფონდი. მან მოუწოდა საზოგადოებას წვლილი შეიტანოს აღნიშნული ფონდის ჩამოყალიბებაში.

დღესვე გამარჯვების დღის 73-ე წლის აღსანიშნავად სასპორტო სკოლაში ძიუდოში ტურნირი გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულები ოფიციალურმა პირებმა სიგელებითა და თასებით დააჯილდოვეს.

Comments
Loading...